has gloss | kat: თორელები, დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების საქართველოში. სახელწოდება წარმოდგება მათი საგვარეულო მამულიდან - თორი (ახლანდელი ბორჯომის რაიონში). თორის წარმომავლობაზე სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს სხვადასხვა აზრი: ს. კაკაბაძე თორელებს მიიჩნევს მხარგრძელთა საგვარეულოს განშტოებად. ლ. მუსხელიშვილის აზრით, თორელების სახლი უკავშირდება სამძივართა გვარს, ნ. შოშიაშვილს მიაჩნია, რომ თორელების სახლი წარმოიქმნა გამრეკელთა საგვარეულოდან (პირველად იხსენიება X საუკუნეში), ხოლო გამრეკელი, გვარის აღმნიშვნელი სიტყვა, თორელებში იქცა სახელად. მართლაც XII საუკუნიდან გამრეკელი სახელად გვხვდება მხოლოდ თორელებისა და მათი შთამომავლების - ჯავახიშვილების გვარში (ისევე, როგორც კახა). |