| has gloss | kat: მაკარიოსი იბნ ალ-ზაიმ ალ-ჰალაბი ალ-ანტაქი (გ. 12 იანვარი, 1672), ანტიოქიის პატრიარქი 1647 წლიდან. ფინანსური დახმარების მიღების მიზნით ორჯერ იმოგზაურა რუსეთში. პირველად — 1654-1656 წლებში (ეს მოგზაურობა აღწერა მისმა ვაჟმა პავლე ალეპოელმა); მეორე მოგზაურობის დროს 1664-1666 და 1669 საქართველოშიც იყო. დასავლეთ საქართველოში ის აქტიურად ერეოდა ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში, გამოდიოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ. მაკარიოსის მიერ არაბულ ენაზე დაწერილ თხზულებაში შესულია ცნობები დასავლეთ საქართველოს შესახებ. |