e/ka/ნეკრობაქტერიოზი

New Query

Information
instance ofc/Animal diseases
Meaning
Georgian
has glosskat: ნეკრობაქტერიოზი, ნეკრობაცილიოზი, შინაური და გარეული ცხოველების ინფექციური დაავადება. უფრო მეტად ცხვარი და ირემი ზიანდება. ზოგჯერ ფარაში ყველა ბატკანი დაავადებულია. აღინიშნება როგორც საძოვრული, ისე ბაგური შენახვის დროს. იწვევს ნეკროზის ჩხირი (Bact. necrophorum), რომელიც იჭრება დაზიანებულ ქსოვილში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, აგრეთვე ჭრილობის გზით, სწრაფად მრავლდება და გამოყოფილი ტოქსინით იწვევს უჯრედისა და ქსოვილის ნეკროზს. დაავადება მიმდინარეობს ქვემწვავედ ან ქრონიკულად. ინკუბაციური პერიოდი 1-3 დღე გრძელდება. ზიანდება კანი და ლორწოვანი გარსი, განსაკუთრებით ჩლიქები. აღინიშნება შესივება, ტკივილი, კოჭლობა, ტემპერატურა 40°C აღწევს. ინტოქსიკაციის შედეგად ცხოველი სუსტდება და კვდება. დიაგნოზს ადგენენ დაზიანებული კერიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. დაავადებული ცხოველი უნდა გავაცალკეოთ და ვუმკურნალოთ სადეზინფექციო ხსნარებით, სულფანილ-ამიდური პრეპარატებით, ანტიბიოტიკებით (ბიომიცინი და სხვა), დანეკროზებული ქსოვილის ამოკვეთით. ლეში უნდა დავწვათ და 30-დღიანი კარანტინი გამოვაცხადოთ, ჩავატაროთ დეზინფექცია. პროფილაქტიკის მიზნით ცხოველები უნდა შევინახოთ მშრალ სადგომში და მოვარიდოთ ჭაობიან საძოვარს.
lexicalizationkat: ნეკრობაქტერიოზი

Query

Word: (case sensitive)
Language: (ISO 639-3 code, e.g. "eng" for English)


Lexvo © 2008-2025 Gerard de Melo.   Contact   Legal Information / Imprint