e/ka/პარაკლიტონი

New Query

Information
instance of(noun) a repetitive song in which as many syllables as necessary are assigned to a single tone
chant
Meaning
Georgian
has glosskat: პარაკლიტონი, 8 ხმაზე გაწყობილი სადა დღეების (ორშაბათი-შაბათი) საგალობელთა კრებული. ეს საგალობლები ბერძნულიდან ქართულად X საუკუნეში უნდა იყოს თარგმნილი, XI საუკუნის დასაწყისში კი ჩამოყალიბდა პარაკლიტონის კრებულებიც. ცნობილია პარაკლიტონის 2 ძველი რედაქცია: იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მაშენებლის გიორგი-პროხორესი (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Ier-48) და გიორგი მთაწმიდლისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-93), რომელიც უთარგმნია ვრცელი რედაქცია. ქართულ სინამდვილეში, ბერძნულის მსგავსად, კვირეულის საგალობლები ორ წიგნად იყო გაყოფილი. მაგრამ, ბერძნულისაგან განსხვავებით, პირველ წიგნში მოთავსებული იყო 4 ძირითადი (ავთენტური) Xმის მასალა, მეორეში კი — დამხმარე (პლაგალური) ხმებისა. ორივე წიგნი გაერთიანებული იყო და მას ერთი სახელი — პარაკლიტონი ერქვა. სინური წარმომავლობის ქართულ ხელნაწერთა ანდერძებში ამ ტიპის საგალობელთა კრებული ოქტოიხოსის სახელითაა მოხსენიებული (ხელნაწერთა ინსტიტუტი, sin-3 - XI საუკუნე).
lexicalizationkat: პარაკლიტონი

Query

Word: (case sensitive)
Language: (ISO 639-3 code, e.g. "eng" for English)


Lexvo © 2008-2025 Gerard de Melo.   Contact   Legal Information / Imprint