has gloss | kat: „ეთერიანი“, ქართული ხალხური სამიჯნურო-რომანტიკული ეპოსი, აბესალომისა და ეთერის სიყვარულის ამბავი. გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში ქართულ, მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე. „ეთერიანის“ ძირითადი ფორმა პროზაულია, გვხვდება ლექსად და ლექსნარევი პროზის სახითაც. ცნობილია მისი 70-მდე ვარიანტი. თქმულება გამოაქვეყნა პ. უმიკაშვილმა 1875 წელს. წმინდა ხალხური ტექსტი პირველად დაიბეჭდა 1858 წელს გაზეთ „ივერიაში“ (№ 274). ჩვენამდე მოღწეული „ეთერიანი“ X-XI საუკუეებით თარიღდება. „ეთერიანი“ ფართო ეპიკური ტილოა. მასში მაღალი ხელოვნებით არის ასახული მარადიული სიყვარულით გამსჭვალული ქალ-ვაჟის ტრაგიკული ბედი, ხალხის ესთეტიკური იდეალი და მსოფლმხედველობა; გადმოცემულია პატრონყმური ურთიერთობა, სოციალური ანტაგონიზმი (მეფე წინააღმდეგია თავისი ვაჟის აბესალომის გლეხის ქალზე დაქორწინებისა). დემონურ ძალთა ჭიდილი ადამიანებთან; აბესალომის ყმა მურმანი ეშმაკს სულს მიჰყიდის, ჯადოსნობით ჩაშლის ქალ-ვაჟის ქორწილს. |