e/ka/დარკვეთის ეხი

New Query

Information
instance ofc/Archaeological sites in Georgia (country)
Meaning
Georgian
has glosskat: დარკვეთის ეხი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას, სოფ. ითხვისის ჩრდილოეთით (ჭიათურის რაიონი). 1968-1972 წლებში გაითხარა (ლ. ნებიერიძე) 5 კულტურის ფენა. I, მეზოლითის ხანის ფენა. შეიცავდა კაჟისა და რიყის ქვის იარაღს. II ფენაში არმოჩნდა ადრინდელი (უკერამიკო) ნეოლითისათვის დამახასიათებელი მასალა, III, IV და V ფენებში ყვირილის ხეობის ენეოლითური კულტურის სხვადასხვა ეტაპებია წარმოდგენილი. III და IV ფენებში დიდი რაოდენობით იყო კაჟისა და ბაზალტის შრომისა და ბრძოლის იარაღი, სამკაული, ძვლის ნაწარმი, მცირე რაოდენობით - გეომეტრიული ფორმის ჩასართები. კერამიკა მოვარდისფრო-მონაცისფროდაა გამომწვარი და გაპროალებული. გვხვდება წითლად გაპროალებული თხელკედლიანი ჭურჭლის ნატეხებიც. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ყვირილის ხეობის მღვიმეებში (სამერცხლე კლდე, სამელე კლდე, ძუძუანა). V ფენაში აღმოჩნდა კაჟის იარაღი, ფიქლის სამაჯურები და წარმოების ნაშთები. თიხის ჭურჭელი ორნამენტით ჰგავს ახშტირისა და ოქუმის მღვიმეების ენეოლითურ კერამიკას. V ფენა დაზიანებულია მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელი ეტაპის სამარხებით. დარკვეთის ეხში გამოვლენილი ენეოლითური კულტურა გარკვეულ სიახლოვეს იჩენს მაიკოპის კულტურასთან (ა. ფორმოზოვი, დ. თუშაბრიშვილი).
lexicalizationkat: დარკვეთის ეხი

Query

Word: (case sensitive)
Language: (ISO 639-3 code, e.g. "eng" for English)


Lexvo © 2008-2025 Gerard de Melo.   Contact   Legal Information / Imprint