e/ka/თეთრი წყაროს ნასოფლარი

New Query

Information
instance ofc/Archaeological sites in Georgia (country)
Meaning
Georgian
has glosskat: თეთრი წყაროს ნასოფლარი, ენეოლითის ბოლოსა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისის (ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარი) ნამოსახლარი თეთრი წყაროდან 7 კმ-ზე. გაითხარა 1956-1958 (გ. გობეჯიშვილი). შემორჩენილია ქვის მრგვალი და ოთხკუთხა საცხოვრებელი შენობების საძირკვლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა (ქვის იარაღის სახელოსნო, ფარეხი) ნაშთები. არქეოლოგიური მასალის უმეტესობა კერამიკაა. ნასახლარზე დადგენილი 2 არქეოლოგიური ჰორიზონტის მიხედვით წარმოდგენილია სამეთუნეო საქმის განვითარების ორი ერთმანეთზე გადაბმული საფეხური. ქვედა ჰორიზონტის კერამიკა მონაცრისფრო-ცარდისფერია, შემკულია ამოკაწრული სახეებით. ზედა ფენაში ჭარბობს რელიეფური სპირალებით შემკული შავპრიალა და წაბლისფერი ჭურჭელი. ქვის იარაღიდან გვხვდება კაჟის, რწეულას და ობსიდიანის დაკბილული ნამგლის ჩასართები, სატეხები, ისპირისპირები, ფირფიტები, ანატკეცები, ანდეზიტბაზალტის სანაყები, როდინები, ხელსაფქვავები და სხვა.
lexicalizationkat: თეთრი წყაროს ნასოფლარი

Query

Word: (case sensitive)
Language: (ISO 639-3 code, e.g. "eng" for English)


Lexvo © 2008-2025 Gerard de Melo.   Contact   Legal Information / Imprint