e/ka/ნასადგომარის სამაროვანი

New Query

Information
instance ofc/Archaeological sites in Georgia (country)
Meaning
Georgian
has glosskat: ნასადგომარის სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი ადგილ ნასადგომარზე გურჯაანის რაიონის სოფ. მახარეძესთან (ყოფილი სოფ. გადრეკილი). არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს 1970 წლიდან (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). სამაროვნის ფართობია დაახლოებით 200×50 მ2. შესწავლილია 105 სამარხი და სამარხის ნაშთი. სამაროვანზე დადასტურდა 3 იატუსად განლაგებული ორმოსამარხები. ქვედა იარუსზე ორმოსამარხებთან ერთად მიწაყრილიანი და ორმოიანი გორასამარხებიც გვხვდება. სამაროვანზე აღმოჩნდა ბრინჯაოს იქრაღი და სამკაული, ობსიდიანის ისრისპირები, ძვლის სხვადასხვა ნივთი. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ ადგილობრივ მატერიალური კულტურის თანამიმდევრულ ეტაპობრივ განვითარებას ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისამდე. ქვედა სართულის სამარხეული მასალა იმ დროის ცენტრალურ ამიერკავკასიაში გავრცელებული მატერიალური კულტურის იდენტურია. რამდენიმე სამარხში ფირფიტოვანი ბრინჯაოს აბჯრის ნაწილები აღმოჩნდა, რომლებიც წინააზიური წარმომავლობისა უნდა იყოს. თარიღი იქაური წარწერებითაა დადგენილი (ძვ. წ. XIV-XIII სს.), ზედა იარუსის სამარხულ მასალაში კი აშკარად ჩანს ადგილობრივი, კახური ლოკალური ვარიანტის ჩამოყალიბების ნიშნები.
lexicalizationkat: ნასადგომარის სამაროვანი

Query

Word: (case sensitive)
Language: (ISO 639-3 code, e.g. "eng" for English)


Lexvo © 2008-2025 Gerard de Melo.   Contact   Legal Information / Imprint