e/ka/ნაცარგორა (ნამოსახლარი)

New Query

Information
instance ofc/Archaeological sites in Georgia (country)
Meaning
Georgian
has glosskat: ნაცარგორა, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ქ. ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 - 2 კმ-ზე. გათხარეს 1945-1948 წლებში (ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი). მდებარეობდა ბუნებრივ ბორცვზე. ძირითადად გამოვნინდა 3 კულტურული ფენა და მათ ქვეშ მდებარე ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 5 ორმოსამარხი. სამარხებში აღმოჩნდა მიცვალებულთა ჩონჩხები და ღარიბებული ინსევტარი. ქვედა კულტურული ფენა (ძვ. წ. III-II ათასწლეულის მიჯნა) შეიცავდა ხელით ნაძერწ მორუხო-მოვარდისფრო თიხის ქოთნების ფრაგმენტებს, ცხოველის ძვლებს, ობსიდიანის ნატეხებს და სხვა. II კულტურულ ფენაში (ძვ. წ. II ათასწლეულის შუა წლები) აღმოჩნდა ხით ნაგები და თიხით შელესილი საცხოვრებელი ნაგებობის, პირველყოფილი ტაძრებისა და საკულტო შენობების ნაშთები, რიყის საძირკვლები, თიხით შელესილი საკურთხეველ-სამსხვერპლოები, ჩარხზე ნაძერწი შავპრიალა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული, ბრინჯაოს სატეხის ჩამოსასხმელი ყალიბი, კაჟის ნამგლისპირები, ძვლის ნივთები, თიხის ქანდაკებები და ურმის ბორბლის მოდელები, შინაური ცხოველებისა და ირმის ძვლები და სხვა.
lexicalizationkat: ნაცარგორა

Query

Word: (case sensitive)
Language: (ISO 639-3 code, e.g. "eng" for English)


Lexvo © 2008-2025 Gerard de Melo.   Contact   Legal Information / Imprint