has gloss | kat: ნესოსი (ბერძნ. Nesos — კუნძული), ისტორიული სტრატეგიული პუნქტი დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით იქ, სადაც მდინარე ტეხური ერთვის მდინარე რიონს. მოიხსენიებს აგათა სქოლასტიკოსი (VI ს.) ბიზანტია-სპარსეთის 552-556 ომის აღწერის დროს. ნესოსი ხელოვნურ კუნძულს წარმოადგენდა. აქ იყო ბიზანტიისა და ეგრისის ჯარების ერთ-ერთი მთავარი ბანაკი. ისტორიოგრაფიაში გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ნესოსი ახლანდელ სოფელ ისულასთან (სენაკის მუნიციპალიტეტი) მდებარეობდა, რაც არ დასტურდება (სოფ. ისულა მდინარეების აბაშისა და ტეხურის შესართავშია). ამჟამად ძველი ნესოსის მიდამოები დაუსახლებელია; ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა მას კოდორეს ეძახის. |