e/ka/რასტაბაზარი

New Query

Information
instance ofc/Neighborhoods of Tbilisi
Meaning
Georgian
has glosskat: რასტაბაზარი, შუა საუკუნეების თბილისის საქმიანი უბანი — რიგებად განლაგებული ბაზარი და სავაჭრო-სახელოსნოები. მდებარეობდა ბატონის მოედანსა (ახლანდელი ერეკლე II-ის მოედანი) და ახლანდელი ერეკლე II-ის ქუჩას შორის. რასტაბაზარში ორ მწკრივად იყო განლაგებული ხარაზების, სირაჯების, ოქრომჭედლებისა და ბაზაზების სავაჭრო-სახელოსნოები. მთავრდებოდა ე. წ. ჩორსუთი (გზაჯვარედინაზე მოწყობილი ოთხკუთხა თაღოვან-გუმბათოვანი მოედანი). რასტაბაზარში სავაჭრო-სახელოსნოთა გარკვეული რაოდენოდა ეკუთვნოდა მეფესა და კათალიკოსს. 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის თბილისის დარბევის დროს, რასტაბაზრის ბევრი შენობა დაინგრა. XIX საუკუნიდან რასტაბაზარმა როგორც სავაჭრო მაგისტრალმა, დაკარგა მნიშვნელობა. XIX საუკუნეში, აქ სახელოსნო სასწავლებელი (ახლანდელი სამსხმელო ქარხანა) ააშენეს, დაიდგა სავაჭრო შენობა, რომელთაც ახალ დუქნებს ეძახდნენ. თბილისში, ისტორიულ გარეუბანში, ქაშვეთის ეკლესიის წინ, არსებობდა მეორე რასტაბაზარიც, ასევე აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის დროს დაინგრა.
lexicalizationkat: რასტაბაზარი

Query

Word: (case sensitive)
Language: (ISO 639-3 code, e.g. "eng" for English)


Lexvo © 2008-2025 Gerard de Melo.   Contact   Legal Information / Imprint